ეს წიგნი წარმოადგენს ნოვაციას ქართული საეკლსიო გალობის სამუსიკო მეცნიერების სისტემური კვლევის თვალსაზრისით. ნაშრომში წამოჭრილი პრობლემების კვლევის მეთოდოლოგია დაფუძნებულია ავტორიტეტული საარქივო მასალის სმენით და აკუსტიკურ კვლევებზე.
ნაშრომი ორი ნაწილისგან შედგება. პირველ ნაწილში განხილულია ქართული სამგალობლო ტრადიციის თეორიული საფუძვლები, მათ შორის: კილოს, მუხლის, მოდულაციური სისტემების, კილოს განსაზღვრის, კადანსების, სეკვენციების, გადახრებისა და ა.შ. საკითხები. მეორე ნაწილი ეთმობა გალობის ზეპირი სწავლების პრობლემებს. განხილულია ხმათა ვერტიკალური კოორდინირების, ხმათა შეწყობისა და ხმათა მოძრაობის წესები. ერთი და იგივე მუხლის სხვადასხვა სამგალობლო სკოლებში მუზიცირების წესები და სხვა.